KLAUS Multiparking-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში
ParkStack-ს საქართველოში შემოაქვს KLAUS Multiparking-ის საპარკინგე სისტემები. KLAUS ამ სისტემებს 1964 წლიდან აწარმოებს სამხრეთ გერმანიაში. დღემდე კომპანიამ 835 000-ზე მეტი საპარკინგე ადგილი შექმნა და 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
- KLAUS-ის მიერ შექმნილი საპარკინგე ადგილი
- 835 000+
- ქვეყანა, სადაც KLAUS-ია წარმოდგენილი
- 80+
- KLAUS-ის პირველი საპარკინგე სისტემები
- 1964
KLAUS Multiparking
KLAUS-ის ისტორია 1907 წელს დაიწყო, როცა კლაუსების ოჯახმა ბად-ტელცის მახლობლად ბორბლებისა და ეტლების სახელოსნო გახსნა. პირველი საპარკინგე სისტემები კომპანიამ ბაზარზე 1964 წელს გამოიტანა. დღეს მისი სათავო ოფისი და წარმოება აიტრახშია, მემინგენის მახლობლად. ყველა სისტემას ერთი იდეა აერთიანებს: პარკინგს ნაკლები ფართი დაეთმოს და მასზე მეტი ავტომობილი დაეტიოს.
ასორტიმენტი იწყება პარკერებით, რომლებიც იმავე ფართზე საპარკინგე ადგილების რაოდენობას აორმაგებს ან ასამმაგებს. ნახევრად ავტომატურ სისტემებში მოძრავი პლატფორმები ავტომობილებს ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად გადაადგილებენ. სრულად ავტომატურ სისტემებში ავტომობილს გადამზიდ კაბინაში ტოვებთ და დანარჩენს სისტემა აკეთებს.
ისტორია
- 1907 კლაუსების ოჯახი ბად-ტელცის მახლობლად ბორბლებისა და ეტლების სახელოსნოს ხსნის.
- 1948 კომპანია მემინგენში გადადის.
- 1964 ბაზარზე ჩნდება KLAUS-ის პირველი საპარკინგე სისტემები.
- 1975 აიტრახში ფუძნდება KLAUS GmbH, რომელიც საპარკინგე სისტემებს აწარმოებს.
- 1993 ასორტიმენტს სრულად ავტომატური სისტემები ემატება.
- 2004 კომპანიას KLAUS Multiparking ეწოდება.
ParkStack საქართველოში
ParkStack არის KLAUS Multiparking-ის გაყიდვების ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ოფისით თბილისში. არქიტექტორებთან, დეველოპერებთან და ქონების მფლობელებთან პროექტის პირველივე ეტაპიდან ვმუშაობთ: გეხმარებით შენობისთვის შესაფერისი სისტემის შერჩევაში, შემდეგ კი ვგეგმავთ, ვაწვდით და ვამონტაჟებთ მას.
ექსპლუატაციაში გადაცემის შემდეგაც თქვენთან ვრჩებით: ტექნიკურ მომსახურებასა და მხარდაჭერას ადგილზე ვუზრუნველყოფთ.
ჩვენი პარტნიორები
გაქვს პროექტის იდეა? დაგვიკავშირდი
ჩვენ აქ ვართ, რათა ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს, მოგაწოდოთ შეთავაზებები და დაგეხმაროთ თქვენი პარკირების პროექტირებაში.




