გზამკვლევი
მოკლე პასუხები კითხვებზე, რომლებიც პარკინგის ლიფტისა და საპარკინგე სისტემის არჩევამდე ჩნდება.
რა სიმაღლის ჭერია საჭირო პარკინგის ლიფტისთვის
ორმოს გარეშე პარკინგის ლიფტისთვის მინიმალური ჭერის სიმაღლე უდრის ორი ავტომობილის სიმაღლის ჯამს პლუს 20 სმ. დახრილპლატფორმიანი სისტემები ამ სიმაღლეს კიდევ ამცირებს.
პარკინგის ლიფტი: რა არის და როგორ მუშაობს
პარკინგის ლიფტი არის პლატფორმა, რომელიც ავტომობილს ვერტიკალურად გადაადგილებს, რათა ერთ საპარკინგე ადგილზე ორი ან მეტი მანქანა დაეტიოს. მას ასევე უწოდებენ საპარკინგე ლიფტს ან მექანიკურ პარკინგს.
ერთი პარკინგის ადგილი, ორი მანქანა: რა გამოსავალი არსებობს
თუ ერთი პარკინგის ადგილი გაქვთ და ორი ავტომობილი, პარკინგის ლიფტი ამ ადგილს ორად აქცევს: ერთი ავტომობილი იატაკზე დგას, მეორე მის თავზე, პლატფორმაზე. ამისთვის საჭიროა საკმარისი ჭერი და ბეტონის იატაკი.
რა განსაზღვრავს პარკინგის ლიფტის ფასს
პარკინგის ლიფტის ფასი დამოკიდებულია სისტემის ტიპზე, ადგილების რაოდენობაზე, პლატფორმის ზომასა და დატვირთვაზე და იმაზე, სჭირდება თუ არა ორმო. ამიტომ ზუსტი ფასი ყოველთვის კონკრეტული სივრცისთვის ითვლება.
ორმოიანი თუ უორმო პარკინგის ლიფტი: რომელი აირჩიოთ
ორმოს გარეშე ლიფტი არსებულ ავტოფარეხშიც მონტაჟდება, მაგრამ ქვედა ავტომობილი ჯერ უნდა გავიდეს. ორმოიან ლიფტში თითოეული ავტომობილი დამოუკიდებლად გამოდის, სამაგიეროდ საჭიროა ბეტონის ორმო.
მექანიკური პარკინგი ახალ კორპუსში: გზამკვლევი დეველოპერისა და არქიტექტორისთვის
მექანიკური პარკინგი იმავე ფართობზე ორჯერ ან მეტჯერ მეტ საპარკინგე ადგილს ქმნის. პროექტირების ეტაპზე უნდა განისაზღვროს სისტემის ტიპი, ჭერის სიმაღლე ან ორმოს სიღრმე, სადგომის ზომები და ელექტრომომარაგება.