• მთავარი
  • პროდუქცია
  • ჩვენ შესახებ
  • შეარჩიე პროდუქტი
  • პროექტები

MasterVario F2

Gallery image 1
Gallery image 2
Gallery image 3
Gallery image 4

აღწერა

კომპაქტური, პრემიუმ კლასის სრულად ავტომატიზებული პარკინგის სისტემა, რომელიც ეფექტურად იყენებს სივრცეს
MasterVario F2 სისტემა ქმნის 50 პარკინგის ადგიამდე 
გჭირდებათ დიდი რაოდენობის პარკინგის ადგილები, მაგრამ გაქვთ შეზღუდული ფართობი?
 KLAUS Multiparking-ის ავტომატური დონეებიანი სისტემები ქმნის მრავალსართულიან პარკინგ სივრცეს და მაქსიმალურად იყენებს არსებული მიწის ფართობს. შესაძლებელია მათი მონტაჟი როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწისქვეშ — ან ორივეს კომბინაციით. 
სისტემა შესაძლებელია მოერგოს თქვენ მიერ განსაზღვრულ ავტომობილის სიმაღლეს, თუმცა ყველა პარკინგის დონეზე ავტომობილების სიმაღლე უნდა იყოს ერთგვაროვანი. 
ერთმწკრივიანი დონებიანი სისტემა, აღჭურვილი ამწითა და ჰორიზონტალური კონვეიერით, შესაძლებელია დამონტაჟდეს 5 სართულამდე, რაც დამოკიდებულია თითოეულ დონეზე განთავსებულ პარკინგის ადგილების რაოდენობაზე. MasterVario F2 მოდელი საშუალებას გაძლევთ თითო სისტემაში მოაწყოთ მაქსიმუმ 50 პარკინგის ადგილი. 
სტანდარტული ზომისა და წონის ავტომობილებისთვის განკუთვნილი სისტემების გარდა, ხელმისაწვდომია სპეციალური ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მოთხოვნის შესაბამისად. მრავალ შემთხვევაში შესაძლებელია სისტემის ადაპტაცია კონკრეტული პროექტის მოთხოვნებზე.

მახასიათებლები

  • 10-დან 50 ავტომობილისთვის
  • სივრცის მოთხოვნა: მინიმალური
  • სისტემის ვარიანტები: მიწისზედა და/ან მიწისქვეშა
  • ვერტიკალური დონეები: მაქსიმუმ 5 სართული
  • ჰორიზონტალური დონეები: თითო სართულზე ერთი მწკრივი 4-დან 8 ავტომობილამდე
  • ავტომობილის ზომები: სიგრძე – 520 სმ, სიგანე – 215 სმ (სხვა ზომებიც ხელმისაწვდომია დამატებით); სიმაღლე – ინდივიდუალურად შერჩეული, თუმცა უნდა იყოს ერთგვაროვანი ყველა დონეზე
  • სტანდარტული დატვირთვა: 2,500 კგ თითო პარკინგის ადგილზე; სურვილის შემთხვევაში – მაქს. დატვირთვის გაზრდაც შესაძლებელია
  • ამწე სისტემა: ვერტიკალური და ჰორიზონტალური კონვეიერით
  • მართვა: წვდომის კონტროლი ტრანსპონდერით ან დისტანციური მართვით
  • გადმოცემის კაბინა: მიწის დონეზე ან სარდაფში
  • ქვე-ლიფტი: ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილების ფუნქციით
  • ავტომობილის მბრუნავი პლატფორმა: სურვილის მიხედვით ხელმისაწვდომია

ძირითადი უპირატესობები 

  • სწრაფი და მარტივი წვდომა
  • ავტომობილების უსაფრთხო განთავსება
  • დაცვა ქურდობისა და დაზიანებისგან
  • უსაფრთხო წვდომა სისტემასთან — ვიწრო პანდუსებისა და ბნელი შესასვლელების გარეშე
  • გამოყენებული სივრცის შემცირება 50%-მდე, შედარებით ტრადიციულ პარკინგ სისტემებთან
  • არ არის საჭირო პანდუსები ან შესასვლელი გზები
  • სართულის ეკონომიური გამოყენება და დამხმარე ინფრასტრუქტურის შემცირება (განათება, ვენტილაცია, სახანძრო სისტემა)
  • მშენებლობის დროის შემცირება
  • დაზოგილი სივრცის გამოყენება დამატებითი პარკინგის ადგილებისთვის ან უფრო მომგებიანი დანიშნულებისთვის

გამოყენების სფერო 

  • საცხოვრებელ და კომერციულ შენობებში დიდ ქალაქებში
  • მეტი პარკინგის ადგილისთვის საოფისე ან საცხოვრებელ-კომერციულ შენობებში
  • მიწისქვეშა ავტოსადგომების ან ავტოფარეხების ტევადობის გასაზრდელად (მაგალითად, სასტუმროებში)
  • დამატებითი პარკინგის ადგილები ავტოსალონებისთვის, გაქირავების კომპანიებისთვის ან ვეტერანული ავტომობილების კოლექციებისთვის
  • ავტომობილების გამოფენებისთვის
Featured Image

ზოგადი ინფორმაცია

  • გაბარიტები: 215 cm X 520 cm
  • საჭროებს ორმოს? No
  • ჭერის მინიმუმ სიმაღლე: 459
  • ჭერის მაქსიმუმ სიმაღლე: 1119
  • ავტომობილების რაოდენობა: 8
  • პარკინგის ტიპი: დამოუკიდებელი
  • გამოყენების ტიპი: შიდა გამოყენების
  • ავტომობილის ტიპი: ჯიპი
Specification Image

მწარმოებელი

  • კომპანია: კლაუს მულტიპარკინგი
  • მწარმოებლის ლოკაცია: გერმანია, აიტრახი
  • სერტიფიკატები: TUV

გარანტია

ჩვენს პარკინგ სისტემებს სტანდარტულად მოყვება 2-წლიან გარანტია, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინვესტიციის დაცვას პირველივე დღიდან. სურვილის შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებით შესაძლებელია საგარანტიო ვადის უვადოდ გახანგრძლივება. 

რესურსები

იმისათვის, რომ გაგიადვილოთ ჩვენი სისტემების გაგება და თქვენს პროექტებში ინტეგრაცია, ყველა აუცილებელი რესურსი ერთ სივრცეში მოვაქციეთ. ეს დოკუმენტები შეიცავს დეტალურ სპეციფიკაციებს, დაგეგმვისთვის საჭირო CAD მოდელებს, მონტაჟის ინსტრუქციებსა და სერტიფიკატებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
Product Data MetricTechnical InformationFully-Automatic.pdf

ჩვენ თავაზობთ გერმანულ, მაღალტექნოლოგიურ პარკინგის სისტემებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ არსებული ფართის ფარგლებში გაზარდოთ პარკინგის ტევადობა.

  • მთავარი
  • პროდუქცია
  • ჩვენ შესახებ
  • შეარჩიე პროდუქტი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
[email protected]+995 551 33 55 84

ი. აბაშიძის #34-36, თბილისი, საქართველო

© 2025 ParkStack. ყველა უფლება დაცულია.

  • /

გაქვს პროექტის იდეა? დაგვიკავშირდი

ჩვენ აქ ვართ, რათა ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს, მოგაწოდოთ შეთავაზებები და დაგეხმაროთ თქვენი პარკირების პროექტირებაში.

მსგავსი პროდუქცია

ყველას ნახვა
MasterVario R3C

MasterVario R3C

MasterVario R3C – პრემიუმ კლასის ავტომატიზებული პარკინგი გრძელი და ვიწრო სივრცეებისთვის
MasterVario R3L

MasterVario R3L

MasterVario R3C – პრემიუმ კლასის ავტომატიზებული პარკინგი