MultiBase 2078i

MultiBase 2078i – იდეალური დამოუკიდებელი პარკინგ სისტემა დაბალი ჭერისთვის
MultiBase 2078i 1
MultiBase 2078i 2
MultiBase 2078i 3
MultiBase 2078i 4
MultiBase 2078i 5
MultiBase 2078i 6
ავტომობილების რაოდენობა
2–4
ჭერის სიმაღლე
290–435 სმ
საჭიროებს ორმოს?
დიახ
გაბარიტები
230-270cm (SP) / 460-540cm (DP) X 520cm

აღწერა

MultiBase 2078i არის ყველაზე კომპაქტური პრემიუმ კლასის საპარკინგე სისტემა, რომელიც პლატფორმების დახრის საშუალებით მონტაჟის სიმაღლეს  30 სმ-ით ამცირებს   MultiBase 2072i-თან შედარებით. ქვედა პლატფორმის დახრილი კუთხე იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ავტოფარეხამდე მისასვლელად უკვე არსებობს დაქანება. სისტების დაგეგმარებიდან გამომდინარე შესაძლებელია  ავტომობილის კარის ფართოდ გაღება, რაც ამარტივებს ავტომობილში ჩაჯდომასა და გადასვლას. სისტემაზე შესაძლებელია 215 სმ-მდე მძიმე ავტომობილებს კომპაქტურად პარკირება.
ელექტრო-ჰიდრავლიკური სინქრონიზაციის საკონტროლო სისტემის წყალობით, MultiBase 2078i უფრო ეკოლოგიურია, საჭიროებს ნაკლებ ტექნიკურ მომსახურებას და ზოგადად უფრო ეფექტურია, ვიდრე წინა თაობის მექანიკური სინქრონიზატორიანი სისტემები.

მახასიათებლები

  • დამოუკიდებელი პარკინგისთვის
  • ერთპლატფორმიანი ვერსია (SP) 2 ავტომობილისთვის ან ორმაგი პლატფორმა (DP) 4 ავტომობილისთვის
  • სტანდარტული ტიპის სრული სიმაღლე: 335 სმ
  • სტანდარტული ტიპის ორმოს სიღრმე: 180/185 სმ
  • ავტომობილის პარამეტრები: სიმაღლე – 150-დან 215 სმ-მდე, სიგრძე – 500-დან 520 სმ-მდე
  • გამოსაყენებელი პლატფორმის სიგანე სტანდარტული ვერსიისთვის: 230/460 სმ, სურვილისამებრ მაქსიმუმ 270/540 სმ
  • სტანდარტული დატვირთვა: 2,000 კგ თითოეული საპარკინგე ადგილისთვის, სურვილისამებრ მაქს. 2,600 კგ SP/DP ან მაქს. 3,000 კგ მხოლოდ SP
  • ჰორიზონტალური წვდომა ყველა საპარკინგე დონეზე
  • პლატფორმის საფარი: StandardGrip, სურვილისამებრ – AluLongLife ან EasyWalk


გამოყენების სფეროები
  • საოჯახო სახლებისა და საცხოვრებელი კორპუსების ავტოფარეხებში – იდეალურია იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა ესაზღვრება მიწის ნაკვეთის საზღვარს
  • დამატებითი საპარკინგე ადგილებისთვის საოფისე, საცხოვრებელ ან კომბინირებულ შენობებში
  • უკვე არსებულ კერძო ავტოფარეხებში
  • მიწისქვეშა ან მრავალსართულიან ავტოსადგომებში ტევადობის გასაზრდელად, მაგალითად სასტუმროებში

ზოგადი ინფორმაცია

გაბარიტები
230-270cm (SP) / 460-540cm (DP) X 520cm
საჭიროებს ორმოს?
დიახ
ჭერის მინიმუმ სიმაღლე
290 სმ
ჭერის მაქსიმუმ სიმაღლე
435 სმ
ავტომობილების რაოდენობა
2
პარკინგის ტიპი
დამოუკიდებელი
გამოყენების ტიპი
შიდა გამოყენების
ავტომობილის ტიპი
ჯიპი
MultiBase 2078i – ზოგადი ინფორმაცია
საჭირო ჭერი, ზემოთ სედანიქვედა ავტომობილის სიმაღლე + ზედა ავტომობილის სიმაღლე − 10 სმ
საჭირო ჭერი, ზემოთ უნივერსალიქვედა ავტომობილის სიმაღლე + ზედა ავტომობილის სიმაღლე + 5 სმ
ქვედა ავტომობილის სიმაღლე150–215 სმ
ზედა ავტომობილის სიმაღლე150–215, ბიჯი 5 სმ
ორმოს სიღრმე უკანქვედა ავტომობილის სიმაღლე + 15 (165–230) სმ
ორმოს სიღრმე წინქვედა ავტომობილის სიმაღლე + 20 (170–235) სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 150 სმ, ზედა სედანი 150 სმ290 სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 160 სმ, ზედა სედანი 160 სმ310 სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 150 სმ, ზედა უნივერსალი 150 სმ305 სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 215 სმ, ზედა უნივერსალი 215 სმ435 სმ

მწარმოებელი

კომპანია
კლაუს მულტიპარკინგი
მწარმოებლის ლოკაცია
გერმანია, აიტრახი
სერტიფიკატები
TUV

გარანტია

ჩვენი პარკინგის სისტემების ძრავსა და ელექტრო კომპონენტებზე მოქმედებს 2-წლიანი გარანტია, ლითონის კონსტრუქციაზე კი 10-წლიანი. სურვილის შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებით შესაძლებელია საგარანტიო ვადის უვადოდ გახანგრძლივება. 

რესურსები

იმისათვის, რომ გაგიადვილოთ ჩვენი სისტემების გაგება და თქვენს პროექტებში ინტეგრაცია, ყველა აუცილებელი რესურსი ერთ სივრცეში მოვაქციეთ. ეს დოკუმენტები შეიცავს დეტალურ სპეციფიკაციებს, დაგეგმვისთვის საჭირო CAD მოდელებს, მონტაჟის ინსტრუქციებსა და სერტიფიკატებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

ხშირად დასმული კითხვები

რა ხდება დენის გათიშვისას?
ახალ კორპუსებს გენერატორები აქვთ, ამიტომ სისტემა მუშაობას აგრძელებს. თუ გენერატორი არ არის, სისტემას დამატებით შეიძლება დაემატოს მექანიკური ამძრავი, რომლის დატრიალებითაც ავტომობილი ჩამოდის.
რა გარანტია აქვს სისტემას?
ძრავსა და ელექტრო კომპონენტებზე გარანტია 2 წელია, ლითონის კონსტრუქციაზე 10 წელი.
შედის თუ არა მომსახურება გარანტიაში?
დიახ. პირველი 2 წლის განმავლობაში გარანტიაში შედის ნაწილების წმენდა და გაპოხვა 6 თვეში ერთხელ.
რამდენ ხანში ხდება მიწოდება და მონტაჟი?
ვადა დამოკიდებულია შეკვეთის დროზე. ჩამოტანასა და მონტაჟს ერთად მაქსიმუმ 4 თვე სჭირდება.

მსგავსი პროდუქცია

ყველას ნახვა

გაქვს პროექტის იდეა? დაგვიკავშირდი

ჩვენ აქ ვართ, რათა ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს, მოგაწოდოთ შეთავაზებები და დაგეხმაროთ თქვენი პარკირების პროექტირებაში.

ფორმის გაგზავნით ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.