პარკინგის ლიფტები (Parker)

პარკინგის ლიფტი (საპარკინგე ლიფტი) არის პლატფორმა, რომელიც ავტომობილს ვერტიკალურად გადაადგილებს და ერთ საპარკინგე ადგილზე ორი ან მეტი მანქანის დაყენების საშუალებას იძლევა. KLAUS Multiparking ამ სისტემებს Parker-ს უწოდებს.
სივრცის დაზოგვაზე ორიენტირებული პარკერებით, ყველაზე შეზღუდულ სივრცეშიც კი, შესაძლებელია ერთმანეთის თავზე ექვსამდე ავტომობილის განთავსება.
ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვერსია თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად – ორმოთი ან ორმოს გარეშე.
მობილური საპარკინგე პლატფორმები გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ერთი და იმავე ფართობზე გაზარდოთ საპარკინგე ადგილების რაოდენობა, შეამციროთ ხარჯები და გაათავისუფლოთ დამატებითი სივრცე, ამასთანავე, ისარგებლოთ მოქნილი და უსაფრთხო პარკინგით.
SingleVario 2061

SingleVario 2061

SingleVario 2061 – ყველაზე მარტივი ორსართულიანი პარკინგი
დეტალურად
SpaceVario CP61

SpaceVario CP61

SpaceVario CP61 – პრაქტიკული პარკინგი ყველასთვის
დეტალურად
MultiBase 2072i

MultiBase 2072i

MultiBase 2072i – დამოუკიდებელი პარკინგი მაქსიმალური კომფორტითა და ეფექტურობით
დეტალურად
MultiBase 2078i

MultiBase 2078i

MultiBase 2078i – იდეალური დამოუკიდებელი პარკინგ სისტემა დაბალი ჭერისთვის
დეტალურად
MultiBase 2042

MultiBase 2042

MultiBase 2042 – დაბალი ჭერის მქონე ავტოფარეხებისთვის მცირე ორმოს სიღრმით.
დეტალურად
MultiBase U10

MultiBase U10

მიწისქვეშა პარკინგი  რომელიც  ავტომობილებს აქრობს
დეტალურად
MultiBase G63

MultiBase G63

MultiBase G63 – გასამმაგეთ პარკინგის ტევადობა მინიმალურ სივრცეში 
დეტალურად
MultiBase U20

MultiBase U20

MultiBase U20 შეუძლია ორი ავტომობილის მიწისქვეშ "გაქრობა".
დეტალურად

ხშირად დასმული კითხვები

რა არის პარკინგის ლიფტი?
პარკინგის ლიფტი არის პლატფორმა, რომელიც ავტომობილს ვერტიკალურად გადაადგილებს და ერთ საპარკინგე ადგილზე ორი ან მეტი მანქანის დაყენების საშუალებას იძლევა.
რით განსხვავდება დამოკიდებული და დამოუკიდებელი პარკინგი?
დამოკიდებულ სისტემაში ზედა ავტომობილის გამოსაყვანად ჯერ ქვედა უნდა გავიდეს: ასეთია SingleVario 2061 და SpaceVario CP61. დამოუკიდებელ სისტემაში თითოეული ავტომობილი ცალკე გამოდის: ასეთია ორმოიანი MultiBase სისტემები.
აუცილებელია თუ არა ორმო?
არა. SingleVario 2061 და SpaceVario CP61 ორმოს გარეშე მონტაჟდება. MultiBase სისტემებს ორმო სჭირდება.
რა სიმაღლის ჭერია საჭირო?
ორმოს გარეშე სისტემებისთვის: ორი ავტომობილის სიმაღლის ჯამს პლუს 20 სმ. დახრილპლატფორმიან MultiBase 2078i-ს ნაკლები სჭირდება: 150 სმ სიმაღლის ორ ავტომობილს 290 სმ ჭერი ჰყოფნის. დაწვრილებით: რა სიმაღლის ჭერია საჭირო პარკინგის ლიფტისთვის.
რამდენი ავტომობილი ეტევა ერთ სისტემაში?
ერთ პლატფორმაზე ორი ავტომობილი, ორმაგ პლატფორმაზე ოთხი. MultiBase G63 სამ ავტომობილს ათავსებს ერთმანეთის თავზე, ორმაგი პლატფორმით კი ექვსს.
შეიძლება მონტაჟი უკვე არსებულ შენობაში?
დიახ. ორმოს გარეშე SingleVario 2061 არსებულ ავტოფარეხშიც მონტაჟდება, თუ ჭერის სიმაღლე საკმარისია.
ვინ აწვდის და ამონტაჟებს ამ სისტემებს საქართველოში?
ParkStack არის KLAUS Multiparking-ის ოფიციალური გაყიდვების პარტნიორი საქართველოში: კონსულტაცია, დაგეგმვა, მიწოდება, მონტაჟი და ადგილობრივი მხარდაჭერა.
რა ხდება დენის გათიშვისას?
ახალ კორპუსებს გენერატორები აქვთ, ამიტომ სისტემა მუშაობას აგრძელებს. თუ გენერატორი არ არის, სისტემას დამატებით შეიძლება დაემატოს მექანიკური ამძრავი, რომლის დატრიალებითაც ავტომობილი ჩამოდის.
რა გარანტია აქვს სისტემას?
ძრავსა და ელექტრო კომპონენტებზე გარანტია 2 წელია, ლითონის კონსტრუქციაზე 10 წელი.
შედის თუ არა მომსახურება გარანტიაში?
დიახ. პირველი 2 წლის განმავლობაში გარანტიაში შედის ნაწილების წმენდა და გაპოხვა 6 თვეში ერთხელ.
რამდენ ხანში ხდება მიწოდება და მონტაჟი?
ვადა დამოკიდებულია შეკვეთის დროზე. ჩამოტანასა და მონტაჟს ერთად მაქსიმუმ 4 თვე სჭირდება.

გაქვს პროექტის იდეა? დაგვიკავშირდი

ჩვენ აქ ვართ, რათა ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს, მოგაწოდოთ შეთავაზებები და დაგეხმაროთ თქვენი პარკირების პროექტირებაში.

ფორმის გაგზავნით ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.