SingleVario 2061

SingleVario 2061 – ყველაზე მარტივი ორსართულიანი პარკინგი
SingleVario 2061 2
SingleVario 2061 3
SingleVario 2061 4
SingleVario 2061 5
SingleVario 2061 6
SingleVario 2061 7
SingleVario 2061 8
SingleVario 2061 9
SingleVario 2061 10
SingleVario 2061 11
SingleVario 2061 12
SingleVario 2061 13
SingleVario 2061 14
SingleVario 2061 15
SingleVario 2061 16
SingleVario 2061 17
SingleVario 2061 18
ავტომობილების რაოდენობა
2–4
ჭერის სიმაღლე
320–435 სმ
საჭიროებს ორმოს?
არა
გაბარიტები
230-270 cm X 520 cm

აღწერა

SingleVario 2061 – ყველაზე მარტივი ორსართულიანი ავტოფარეხი
SingleVario 2061 არის მარტივი და ხელმისაწვდომი გზა ერთი პარკინგის ადგილი გადავაქციოთ ორად – ავტომობილები განთავსებულია ერთმანეთის თავზე. პრემიუმ კლასის ეს სისტემა მონტაჟდება ორმოს გარეშე და გამოირჩევა მაღალი მოქნილობით. შესაძლებელია მისი ადაპტირება არსებული სივრცისა და ავტომობილების სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს დამატებითი პარკინგის ადგილები შევქმნათ უკვე არსებულ შენობებში. 
როგორც დამოკიდებულ პარკინგ სისტემებს ახასიათებს, ზედა პლატფორმის დაშვებამდე ქვედა ადგილი უნდა იყოს თავისუფალი. სწორედ ამიტომ, სისტემა იდეალურია ზედა პლატფორმაზე მანქანის ხანგღზლივი შენახვისთვის, ხოლო ქვედა სივრცეში ყოველდღიური გამოყენებისთვის.

მახასიათებლები

  • დამოკიდებული პარკინგისთვის
  • ერთპლატფორმიანი სისტემა (SP) 2 ავტომობილისთვის
  • სტანდარტული ტიპის საერთო სიმაღლე: 330 სმ
  • ორმოს სიღრმე: ორმო საჭირო არ არის
  • ავტომობილის ზომები: სიმაღლე 150-დან 200 სმ-მდე, სიგრძე 500–520 სმ
  • პლატფორმებს შორის დაშორება: მოქნილად რეგულირებადია, შესაძლებელი ცვლილება მონტაჟის შემდეგაც
  • გამოყენებადი პლატფორმის სიგანე სტანდარტული ტიპისთვის: 230 სმ, სურვილის შემთხვევაში მაქს. 270 სმ
  • სტანდარტული დატვირთვა: ზედა პარკინგ სივრცისთვის 2,000 კგ, სურვილისამებრ მაქს. 2,600 კგ SP; ქვედა პარკინგისთვის წონაზე შეზღუდვა არ ვრცელდება
  • ჰორიზონტალური წვდომა პარკინგის დონეზე
  • მონტაჟი შესაძლებელია უკვე არსებულ სივრცეში ადგილობრივი პირობების მიხედვით
  • პლატფორმის საფარი: StandardGrip, EasyWalk ან AluLongLife

გამოყენების სფერო 

  • კერძო სახლებისა და კორპუსების ავტოფარეხებში
  • დამატებითი საპარკინგე ადგილებისთვის საოფისე ან საცხოვრებელ-კომერციულ შენობებში
  • არსებული ავტოსადგომების ტევადობის გასაზრდელად მიწისქვეშა ან მრავალდონიან ავტოფარეხებში (მაგალითად, სასტუმროების ან ავტომობილების გაქირავების კომპანიებისთვის)
  • შესაძლებელია მონტაჟი უკვე არსებული შენობების პირობებში
  • ასევე შესაძლებელია გარე პარკინგ სისტემად გამოყენება ავტოფარეხის გარეშე, მაგალითად შიდა ეზოში ან წინა ბაღში

ზოგადი ინფორმაცია

გაბარიტები
230-270 cm X 520 cm
საჭიროებს ორმოს?
არა
ჭერის მინიმუმ სიმაღლე
320 სმ
ჭერის მაქსიმუმ სიმაღლე
435 სმ
ავტომობილების რაოდენობა
2
პარკინგის ტიპი
დამოკიდებული
გამოყენების ტიპი
შიდა გამოყენების, გარე გამოყენების
ავტომობილის ტიპი
ჯიპი
SingleVario 2061 – ზოგადი ინფორმაცია
საჭირო ჭერის სიმაღლექვედა ავტომობილის სიმაღლე + ზედა ავტომობილის სიმაღლე + 20 სმ
ქვედა ავტომობილის სიმაღლე150–200, ბიჯი 10 სმ
ზედა ავტომობილის სიმაღლე150–215, ბიჯი 5 სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 150 სმ, ზედა 150 სმ320 სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 170 სმ, ზედა 160 სმ350 სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 170 სმ, ზედა 190 სმ380 სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 190 სმ, ზედა 190 სმ400 სმ
საჭირო ჭერი: ქვედა ავტომობილი 200 სმ, ზედა 215 სმ435 სმ

მწარმოებელი

კომპანია
კლაუს მულტიპარკინგი
მწარმოებლის ლოკაცია
გერმანია, აიტრახი
სერტიფიკატები
TUV

გარანტია

ჩვენი პარკინგის სისტემების ძრავსა და ელექტრო კომპონენტებზე მოქმედებს 2-წლიანი გარანტია, ლითონის კონსტრუქციაზე კი 10-წლიანი. სურვილის შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებით შესაძლებელია საგარანტიო ვადის უვადოდ გახანგრძლივება. 

რესურსები

იმისათვის, რომ გაგიადვილოთ ჩვენი სისტემების გაგება და თქვენს პროექტებში ინტეგრაცია, ყველა აუცილებელი რესურსი ერთ სივრცეში მოვაქციეთ. ეს დოკუმენტები შეიცავს დეტალურ სპეციფიკაციებს, დაგეგმვისთვის საჭირო CAD მოდელებს, მონტაჟის ინსტრუქციებსა და სერტიფიკატებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

ხშირად დასმული კითხვები

რა სიმაღლის ჭერია საჭირო?
წესი ასეთია: ქვედა ავტომობილის სიმაღლე + ზედა ავტომობილის სიმაღლე + 20 სმ. მაგალითად, 150 სმ სიმაღლის ორ ავტომობილს 320 სმ ჭერი სჭირდება, 170 სმ და 190 სმ სიმაღლის ავტომობილებს კი 380 სმ. დაწვრილებით: რა სიმაღლის ჭერია საჭირო პარკინგის ლიფტისთვის.
სჭირდება თუ არა ორმო?
არა. სისტემა მაგრდება ბეტონის იატაკზე, რომლის კლასი სულ მცირე C20/25 უნდა იყოს.
შეიძლება ორივე ავტომობილის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოყვანა?
არა. ეს დამოკიდებული პარკინგია: სანამ ზედა პლატფორმა ჩამოვა, ქვედა ავტომობილი უნდა გავიდეს.
რა წონის ავტომობილს უძლებს?
ზედა ადგილი სტანდარტულად 2,000 კგ-ზეა გათვლილი, სურვილისამებრ 2,600 კგ-ზე. ქვედა ადგილზე წონის შეზღუდვა არ არის.
რა სიგანის ავტომობილი ეტევა?
230 სმ სიგანის პლატფორმაზე ეტევა 190 სმ სიგანის ავტომობილი. პლატფორმა 270 სმ-მდე სიგანისაც არსებობს; KLAUS კომფორტული პარკირებისთვის სულ მცირე 250 სმ-ს ურჩევს.
როგორ იმართება სისტემა?
გასაღებით. პლატფორმა მოძრაობს მხოლოდ მაშინ, როცა გასაღები დაჭერილია, და ჩერდება მისი გაშვებისთანავე. პულტზე ავარიული გაჩერების ღილაკია.
რა ელექტრომომარაგება სჭირდება?
ჰიდრავლიკური აგრეგატი 1.5 ან 3.0 კვტ სიმძლავრისაა და სამფაზა დენზე მუშაობს. ხაზზე 16 ამპერიანი დამცველია საჭირო.
შეიძლება ეზოში, ღია ცის ქვეშ მონტაჟი?
დიახ. გარე მონტაჟისთვის არსებობს ვერსია SingleVario 2061 Outdoor. ჭერის არარსებობის გამო ზედა ავტომობილის სიმაღლე შეზღუდული არ არის.
რა ხდება დენის გათიშვისას?
ახალ კორპუსებს გენერატორები აქვთ, ამიტომ სისტემა მუშაობას აგრძელებს. თუ გენერატორი არ არის, სისტემას დამატებით შეიძლება დაემატოს მექანიკური ამძრავი, რომლის დატრიალებითაც ავტომობილი ჩამოდის.
რა გარანტია აქვს სისტემას?
ძრავსა და ელექტრო კომპონენტებზე გარანტია 2 წელია, ლითონის კონსტრუქციაზე 10 წელი.
შედის თუ არა მომსახურება გარანტიაში?
დიახ. პირველი 2 წლის განმავლობაში გარანტიაში შედის ნაწილების წმენდა და გაპოხვა 6 თვეში ერთხელ.
რამდენ ხანში ხდება მიწოდება და მონტაჟი?
ვადა დამოკიდებულია შეკვეთის დროზე. ჩამოტანასა და მონტაჟს ერთად მაქსიმუმ 4 თვე სჭირდება.

მსგავსი პროდუქცია

ყველას ნახვა

გაქვს პროექტის იდეა? დაგვიკავშირდი

ჩვენ აქ ვართ, რათა ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს, მოგაწოდოთ შეთავაზებები და დაგეხმაროთ თქვენი პარკირების პროექტირებაში.

ფორმის გაგზავნით ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.