TrendVario 6300

TrendVario 6300 – სამმაგი პარკინგი მცირე სივრცეში
TrendVario 6300 1
TrendVario 6300 2
TrendVario 6300 3
TrendVario 6300 4
TrendVario 6300 5
TrendVario 6300 6
TrendVario 6300 7
TrendVario 6300 8
TrendVario 6300 9
TrendVario 6300 10
TrendVario 6300 11
TrendVario 6300 12
ავტომობილების რაოდენობა
6–29
ჭერის სიმაღლე
325–460 სმ
საჭიროებს ორმოს?
დიახ
გაბარიტები
230-270 cm X 520 cm

აღწერა

TrendVario 6300 – მეტი პარკინგის ადგილი მცირე სივრცეში 
TrendVario 6300-ს შესასვლელი მიწის დონეზე მდებარეობს. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, სისტემა საშუალებას იძლევა ერთმანეთის თავზე სამი ავტომობილი განვათავსოთ. პარკინგის ადგილები გადაადგილდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად – ორმოში ქვემოთ ან მესამე დონემდე ზემოთ. მოთხოვნილი პარკინგის ადგილი ავტომატურად მიეწოდება საჭირო პოზიციაზე. ეს ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ფართობზე შესაძლებელია მეტი ავტომობილის განთავსება. 
მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესასვლელი  დაცულია სისტემის დანარჩენი ნაწილისგან სპეციალური კარებით. ეს ასევე იცავს ავტომობილებს ქურდობისა და ვანდალიზმისგან. ნახევრადავტომატური პარკინგის სისტემა  29 პარკინგის ადგილამდე უზრუნველყოფს.

მახასიათებლები

  • დამოუკიდებელი პარკინგისთვის
  • 10 სექცია ერთმანეთის გასწვრივ – შესაძლებელია მაქსიმუმ 29 პარკინგის ადგილის მოწყობა
  • შენობის სიმაღლე: 325 სმ-დან 460 სმ-მდე
  • ფუნდამენტის სიღრმე: 175 სმ-დან 240 სმ-მდე,
  • ავტომობილის ზომები: სიმაღლე 150 სმ-დან 215 სმ-მდე, სიგრძე 500 სმ-დან 530 სმ-მდე
  • გამოყენებადი პლატფორმის სიგანე: 230 სმ-დან 270 სმ-მდე
  • პლატფორმის დატვირთვა: 2,000 კგ თითო პარკინგ ადგილზე; სურვილის მიხედვით – 2,600 კგ ან მაქს. 3,000 კგ
  • ჰორიზონტალური წვდომა ყველა პარკინგ დონეზე
  • პლატფორმის საფარი: StandardGrip, არჩევითად AluLongLife ან EasyWalk
  • მართვა: SmartChip, SmartPortable ან SmartApp-ის საშუალებით 

გამოყენების სფერო

  • დამატებითი პარკინგის ადგილებისთვის საოფისე, საცხოვრებელ და კომერციულ შენობებში
  • მიწისქვეშა ან მრავალდონიანი ავტოსადგომების ტევადობის გასაზრდელად (მაგალითად, სასტუმროებში)
  • მეტი პარკინგის სივრცე ავტოსალონებისთვის, გაქირავების კომპანიებისთვის ან ვეტერანული ავტომობილების კოლექციებისთვის

ზოგადი ინფორმაცია

გაბარიტები
230-270 cm X 520 cm
საჭიროებს ორმოს?
დიახ
ჭერის მინიმუმ სიმაღლე
325 სმ
ჭერის მაქსიმუმ სიმაღლე
460 სმ
ავტომობილების რაოდენობა
6
პარკინგის ტიპი
დამოუკიდებელი
გამოყენების ტიპი
შიდა გამოყენების
ავტომობილის ტიპი
ჯიპი
TrendVario 6300 – ზოგადი ინფორმაცია
საჭირო ჭერის სიმაღლე (H)მიწის დონის ავტომობილის სიმაღლე + ზედა ავტომობილის სიმაღლე + 25 (325–460) სმ
ზედა ავტომობილის სიმაღლე (UF)150–220, ბიჯი 5 სმ
მიწის დონის ავტომობილის სიმაღლე (GF)150–215, ბიჯი 5 სმ
ორმოს ავტომობილის სიმაღლე (LF)150–215, ბიჯი 5 სმ
ორმოს სიღრმეორმოს ავტომობილის სიმაღლე + 25 (175–240) სმ
თავისუფალი სიმაღლე მიწის დონეზე (H1)მიწის დონის ავტომობილის სიმაღლე + 5 (155–220) სმ
პირობამიწის დონის ავტომობილის დასაშვები სიმაღლე ორმოს ავტომობილის სიმაღლეზე ნაკლები არ უნდა იყოს
მაგალითიზედა ავტომობილი 150 სმ, მიწის დონის 190 სმ, ორმოს 175 სმ: ტიპი 6300/200 - 195, ჭერი 365 სმ

მწარმოებელი

კომპანია
კლაუს მულტიპარკინგი
მწარმოებლის ლოკაცია
გერმანია, აიტრახი
სერტიფიკატები
TUV
Loading player...

გარანტია

ჩვენი პარკინგის სისტემების ძრავსა და ელექტრო კომპონენტებზე მოქმედებს 2-წლიანი გარანტია, ლითონის კონსტრუქციაზე კი 10-წლიანი. სურვილის შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებით შესაძლებელია საგარანტიო ვადის უვადოდ გახანგრძლივება. 

რესურსები

იმისათვის, რომ გაგიადვილოთ ჩვენი სისტემების გაგება და თქვენს პროექტებში ინტეგრაცია, ყველა აუცილებელი რესურსი ერთ სივრცეში მოვაქციეთ. ეს დოკუმენტები შეიცავს დეტალურ სპეციფიკაციებს, დაგეგმვისთვის საჭირო CAD მოდელებს, მონტაჟის ინსტრუქციებსა და სერტიფიკატებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

ხშირად დასმული კითხვები

რა გარანტია აქვს სისტემას?
ძრავსა და ელექტრო კომპონენტებზე გარანტია 2 წელია, ლითონის კონსტრუქციაზე 10 წელი.
შედის თუ არა მომსახურება გარანტიაში?
დიახ. პირველი 2 წლის განმავლობაში გარანტიაში შედის ნაწილების წმენდა და გაპოხვა 6 თვეში ერთხელ.
რამდენ ხანში ხდება მიწოდება და მონტაჟი?
ვადა დამოკიდებულია შეკვეთის დროზე. ჩამოტანასა და მონტაჟს ერთად მაქსიმუმ 4 თვე სჭირდება.

მსგავსი პროდუქცია

ყველას ნახვა

გაქვს პროექტის იდეა? დაგვიკავშირდი

ჩვენ აქ ვართ, რათა ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს, მოგაწოდოთ შეთავაზებები და დაგეხმაროთ თქვენი პარკირების პროექტირებაში.

ფორმის გაგზავნით ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.